logo
ENG



ჰარცელი: როდესაც საქმე შეთანხმებას ეხება, ყველამ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები 

06 დეკ 202017:13
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყნისთვის შეთანხმების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. 

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მხარემ შესაბამისი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა შეთანხმების მიღწევა შეძლონ.

ჰარცელის შეფასებით მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რთული იქნება, თუმცა აუცილებელია.  

"ახლა მხარეებს შეხედულებებისა და პოზიციების გაზიარების პროცესში ვეხმარებით, რომ ლიდერები მიუახლოვდნენ შეთანხმებას, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღწეული, რადგან დრო გვეწურება. გულახდილად გითხრათ ვფიქრობ მოლაპარაკება რთული იქნება. ამაში ეჭვიც არ მეპარება. ჯადოსნურ საერთო პოზიციამდე მისვლას, როგორც მას ხშირად ვეძახი, ყველა მხარისგან დიდი პასუხისმგებლობა და ლიდერობის გამოჩენა სჭირდება. ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოსთვის კარგი სცენარი, მხოლოდ ფართო გაგებით მიღებული შეთანხმება იქნება. როდესაც საქმე შეთანხმებას ეხება ყველამ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები", - განაცხადა კარლ ჰარცელმა

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს და პარლამენტის მანდატები მიიღეს - ჯამში, 8 პარტია - 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.


close დახურვა